მიხეილ დელბა
მიხეილ კონსტანტინეს ძე დელბა (დ. 1905, აძიუბჟა, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია — გ. 1992) — საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1938-1948).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1925 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ტექნიკუმი, 1930 წელს — ნ. კრუპსკაიას სახელობის კომუნისტური აღზრდის აკადემია. 1930 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1931 წელს დაინიშნა აფხაზეთის მთავლიტის უფროსად სოხუმში. თავისი ძირითადი მუშაობის გარდა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და სუბტროპიკულ ინსტიტუტში ასწავლიდა დიალექტიკურ მატერიალიზმს და მატერიალიზმის ისტორიას. 1937 წლის მაისში დელბა დაინიშნა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორად, შემდგომ აფხაზეთის ასსრ განათლების სახალხო კომისრად.
მიხეილ დელბა არჩული იყო სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად ტამიშის №204 და მოქვის №74 საარჩევნო ოლქებში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1938 წლის 13 ივლისიდან 1948 წლამდე იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1948-1953 წლებში აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
რუსეთის კპ(ბ) წევრი 1938 წლიდან. დოცენტი (1935).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზთა ენისა და ისტორიის შესწავლის საკითხისათვის (ავტორი), სოხუმი, 1951;
- დიმიტრი გულია (ავტორი), თბილისი, 1949;
- კოლმეურნეობა ომის დღეებში (ავტორი), თბილისი, 1944.
ჯილდოები და მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაჯილდოვებული იყო:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ დელბა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იმედაშვილი ი., „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952“: ტ. I ა-დ. თბ., 2018. გვ. 852
- История Коммунистической партии Советского Союза, тт. 1—5. — М., 1964—1970.
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენის კავალრები
- დაბადებული 1905
- გარდაცვლილი 1992
- აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები